გმირობა 06
Monday, February 4, 2013
Sunday, January 27, 2013
მეექვსე გმირობა
ახლა კი მეფემ, სტიმფალოსის ტბაზე წასვლა დამავალა.
იქ კაცი- ჭამია ჭილყვავები ბუდობდნენ და ისინი უნდა გავჟღლიტო . ეს ფრთოსნები ხელის
ბაღებსნ მუსრს ავლებენ და არც ადამიანების დანდობა იციან. მითხრა ეს მეფემ , მე კი
თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი..
ტბის ირგვლივ მდებარე მდინარე სოფლები და ბაღ-ვენახები
ჭილყვავილებს სულ გაეპარტახებინათ. ხეებს არც ხილი ესხა და არც ფოთოლი. არადა, შუა
ზაფხული იყო და ოსავალი არ აუღიათო, ვერავინ იტყოდა.
ცოტა ხნით ტბასთან შევისვენედა ხეებზე შემომსხდარ
უცნაურ ფრთოსნებს გავდა. ცოტა ხანს ვიფიქრე და ერთი გეგმა შევიმუშავე, მერე ავდექი
და სოფელში წავედი.
ყველა სახლთან ვჩერდებოდი და მასპინძლებს რკინის
ნეკეტობებსადა თოკებს ვთხოვდი. მერე ბაზრის მოედანზე ჩამოვჯექი და რკინის ჩაწვნა დავიწყე
თოკებში. საქმეში გართულს, დაძონძილი ბავშვები შემომეხვივნენ.
-შენ ჰერაკლე გქვია?-მკითხა ამხდარმა ბიჭმა. მე
თანხმობის ნიშნად თვი დავუქნიე.
-მაშ, ის კაცი
ყიფილხარ ვინც ჰიდრა მოკლა, -მითხრა თვალებდაჭყეტიმა ბიჭმა, -მაგარი ხარ!
-არც ისეთი მაგარი,-თავაზიანად მივუგე.
სოფელში მოგროვებული კავეულით იმხელა ჩხარუნა გავაკეთე,
რომ ბავშვებს თავის დღეში არ ენახათ. ჩხარუნა ზურგზე მოვიგდე და ტბისკენ გავწიე. ბავშვები
კი უკან ამედევნენ.
მე ჯერ მშვილდ-ისარი მოვიმარჯვე, მერე კი ჩხარუნა
ავიღე და რაც ძალა და ღონე მქონდა, ავაჩხარუნე. ისეთი ჟღარუნ-ჩხრაკუნი ატყდა, რომ ხეებიდან
ყველა ფართოსანი გულგახეთქილი აფრინდა ცაში.
მყისიერად დავუშინე ისრების წვიმა ფრთოსანებს. ისეთი
ძალით ვესროლე ჭილყვავს, რომ ერთ ისარს ოთხი-ხუთი კაცი-ჭამია ფრინველი აინც უნდა განეგმირა.
არც ერთი არ ამიცდენია. დიდი დრო არ იყო გასული, რომ ყველა ფრთოსანი ძირს ეგდო.
სოფელში დავბრუნდი, თან ხელჩაჯიდებული ბავშვების
ჯგრომომყვებოდა კუნტრუშით. სოფლებს კავეული დავუბრუნე და მხურვალე მადლობაც დავიმსახურე.
Subscribe to:
Posts (Atom)